10 უნიკალური ვალენტინობის დღის იდეა წყვილებისთვის

10 უნიკალური ვალენტინობის დღის იდეა წყვილებისთვის

ვალენტინობის დღე ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაული გახდა რომაელებისთვის, და თებერვალი სიყვარულის მაგიის ნიშნის ქვეშ არის მოქცეული. ვალენტინობის დღე სიყვარულის დღესასწაულს წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიო 14 თებერვალს აღნიშნავს. წარსულში, რომის იმპერიაში, ამ დღეს, ადამიანები იკრიბებოდნენ და ქოთანში დებდნენ ფურცლებს, რომლებზეც იმ ქალებისა და მამაკაცების სახელები ეწერა, რომლებიც არ იყვნენ პარტნიორები. კენჭისყრის საფუძველზე იქმნებოდა წყვილები, რომლებიც ერთად ზეიმობდნენ „ლუპერკალიას“ ფესტივალს, რომელიც იწყებოდა მეორე დღეს და ამ წყვილების დიდი ნაწილი წლის განმავლობაში ერთად რჩებოდა.

10 იდეა თქვენი სიყვარულის საჩვენებლად

ეს დღესასწაული საუკეთესო საშუალებაა თქვენი მეუღლის ან საყვარელი ადამიანისთვის თქვენი გრძნობის საჩვენებლად. ქვემოთ მოცემულია 10 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ საბოლოოდ დაიპყროთ საყვარელი ადამიანის გული ან შეაყვაროთ მას თავი:

  1. არაფერი შეიძლება იყოს იმაზე განსაკუთრებული, ვიდრე ამ დღეს სურპრიზის გაკეთებაა. ერთად გაემგზავრეთ ქალაქში, რომელიც რომანტიულ დანიშნულების ადგილად არის ცნობილი (ვენეცია, ვერონა, პარიზი, ვენა და რომი წარმოადგენს სიყვარულის რამოდენიმე ცნობილ დანიშნულების ადგილს მსოფლიოში).
  2. თუ თქვენ გარკვეული პერიოდი ერთად ხართ, გააკეთეთ ვიდეო-კოლაჟი თქვენი ურთიერთობის ამსახველი სხვადასხვა მომენტების ფოტოებით. თუ მხოლოდ საწყის ეტაპზე ხართ, ეს კოლაჟი შეგიძლიათ შეცვალოთ თხოვნით, რომლითაც აჩვენებთ მას, როგორი ლამაზი შეიძლება იყოს თქვენი ურთიერთობა; ამიტომ, შეკრიბეთ სხვადასხვა სურათები და შეეცადეთ იყოთ დამაჯერებელი.
  3. დაუტოვეთ მას მინიშნებითი ბარათები იმის შესახებ, რაც მოხდება ამ დღეს (ჯიბეში, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა.). და ბოლოს, გაუკეთეთ მას სურპრიზი და დაპატიჟეთ რომანტიულ ან განსაკუთრებულ ადგილას!
  4. არაფერია იმაზე რომანტიული, ვიდრე იმ ადგილებში სიარული, რომლებთანაც განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებთ. რა მოხდება, თუ თქვენ ამას ვალენტინობის დღეს გააკეთებთ ერთად, ველოსიპედით?
  5. პიკნიკი ან პარკში გასვლა, საუკეთესო იდეაა ამ შემთხვევისთვის. რათქმაუნდა, ტბაზე გასეირნება შემატებს რომანტიკას ამ დღეს. თუ კვლავ ზამთარის სიცივეა, შეცვალეთ პიკნიკი რესტორანში ტბის ხედით მაგიდის დაჯავშნითა და ციგურებით სრიალით.
  6. იმის გამო, რომ ეს დღე ასეთი განსაკუთრებულია, შეთავაზეთ მას ის ექსკლუზიური სახით. იყავით მხოლოდ მისი ამ დღეს და გააკეთეთ ყველაფერი, რაც მას ბედნიერს გახდის. დაწყებული საუზმის მომზადებითა და ლოგინში მირთმევით, რომანტიული ფილმის ერთად ყურებითა და განსაკუთრებულ ადგილებში გასეირნებით დამთავრებული. ყველა ღონე იხმარეთ მისი ფიქრების გამოსაცნობად და ბედნიერების მისანიჭებლად.
  7. შეიძინეთ სპა ცენტრის ვაუჩერი და დაისვენეთ ერთად. ეს ხომ თქვენი სიყვარულის დღესასწაულია და ის უნდა წარმოადგენდეს სიმშვიდეს, დასვენებასა და ბედნიერებას ორივესთვის.
  8. შექმენით ალბომი 365 მიზეზით, თუ რატომ გიყვართ ის ან რატომ გინდათ მასთან ყოფნა. თითოეულ სტრიქონს შეიძლება ახლდეს თან პატარა ლექსი ან შესაბამისი ფოტო.
  9. ყვავილები და შოკოლადი სიამოვნებაა ნებისმიერი ქალისათვის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იყავით უფრო კრეატიული. შოკოლადის კოლოფში ჩაამაგრეთ სასიყვარულო ბარათი ან ვარდის ფურცლები, ან უბრალოდ დაწერეთ მისი სახელი ყვავილებით. გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია და დაინახავთ, რომ ეს სასიამოვნოდ გააკვირვებს მას.
  10. არაფერია იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე ძვირფასი ნიშნობის ბეჭედი. რა მოხდება თუ თქვენ მას ამ განსაკუთრებულ ბეჭედს ვალენტინობის დღეს მიცემთ? შექმენით ზღაპრული გარემო და გადადგით ნაბიჯი, თუ ამისთვის მზად ხართ. მითუმეტეს, რომ სიყვარულს უმაღლესი დონის დღესასწაული ჭირდება.

რათქმაუნდა, ყველა ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია ფულის გარეშე, და თუ თქვენ ფინანსურად მყარად არ ხართ, შესაძლოა ვალენტინობა ცოტა პირქუში აღმოჩნდეს. თუ თქვენ არ გაქვთ ფული და ჯერ კიდევ დროა დარჩენილი ხელფასამდე, მიმართეთ უმარტივეს გამოსავალს: სწრაფ ონლაინ სესხს. სწრაფი და უსაფრთხო სესხები, მოგცემთ ფულს იმისათვის, რომ ვალენტინობის დღე რეალურ ზღაპრად აქციოთ. არ დაგავიწყდეთ, ისესხეთ პასუხისმგებლობით და დროულად დააბრუნეთ სესხი, რომ შეძლოთ სრულყოფილად დატკბეთ ვალენტინობის დღის მშვენიერებით!

0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>