1click.ge – გაუმჯობესებული სამომხმარებლო სტანდარტი

კრედიტის თანხა100 – 1000 ლარი
სესხის ვადამინ: 30 დღე
მაქსიმალური: 30 დღე
პროცენტიპროცენტი 5,4%
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 96,4%
ასაკი21 წლის
სესხის დამტკიცებამე-15

დაგჭირდათ დამატებითი ფინანსები? ხელფასამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი? გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გაეცანით 1click.ge -ს შემოთავაზებას და დაივიწყეთ პრობლემები.

1click Georgia swrafi sesxebi

1click.ge – დადებითი მხარეები

  • პირველი სესხის ლიმიტი 1000 ლარამდე;
  • სესხის 7, 14 ან 30 დღით გადავადების საშუალება ;
  • პასუხი სესხის განაცხადზე – 1 წუთში.

1click.ge – უარყოფითი მხარეები

  • სესხის ვადა ფიქსირებული 30 დღე;
  • მსესხებლის მინიმალური ასაკი 21 წელი;
  • სესხის ჩარიცხვა იმავე დღეს მხოლოდ საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვის.

1click.ge -ს მისია მომხმარებლებისთვის თანაბარი, მათზე მაქსიმალურად მორგებული პირობების შეთავაზება და ფინანსურ საჭიროებებთან მარტივად გამკლავების შესაძლებლობის მიცემაა.

რა თანხის სესხებაა შესაძლებელი, რა ვადით და რამდენს შეადგენს საპროცენტო სარგებელი?

  • 1click თავის მომხმარებელს პირველივე სესხს 1000 ლარამდე ლიმიტით თავაზობს;
  • სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 5,4 % შეადგენს, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ის დღიური 0,18%-ით განისაზღვრება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 96,4% ტოლია.

1click.ge -ში სესხი ფიქსირებული, 30 დღიანი ვადით გაიცემა. რათქმაუნდა, მომხმარებელს საშუალება აქვს სესხი ვადაზე ადრეც დაფაროს და მას ამისათვის არანაირი პირგასამტეხლოს გადახდა არ მოუწევს. პირიქით, თუ თქვენ სესხს 30 დღეზე ნაკლებ დროში დააბრუნებთ, მხოლოდ იმ დღეების საკომისიოს გადახდა მოგიწევთ, რა ვადითაც ისარგებლეთ თანხით.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო, თქვენ ვერ შეძლებთ სესხის დაბრუნებას დათქმულ, 30 დღიან ვადაში, 1click ge საშუალებას გაძლევთ გადაავადოთ სესხი 7, 14 ან 30 დღის ვადით. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ გადავადების შესაძლებლობა, მხოლოდ სესხით სარგებლობის ოცდამეათე დღიდან გაქვთ. რაც შეეხება მანამდე გადახდილ ნებისმიერ თანხას, თუ სესხის დასაფარად საკმარისი არ არის, 30 დღის შემდეგ ამ თანხით მოხდება, პირველ რიგში მიმდინარე დავალიანების (დარიცხული პროცენტის), ხოლო შემდეგ კი, სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.

როგორ ვისესხოთ თანხა 1click.ge -სგან

იმისათვის, რომ შეძლოთ 1click.ge-დან სესხის მიღება, თქვენ აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ კომპანიის მიერ განსაზღვრულ გარკვეულ პირობებს, რომელთა ჩამონათვალი არც თუ ისე დიდია:

  • მსესხებლის ასაკი 21-დან 66 წლამდე;
  • მობილური ტელეფონი;
  • პირადი საბანკო ანგარიში;
  • სამუშაო ადგილი და შემოსავალი;
  • დადებითი საკრედიტო ისტორია.

მას შემდეგ, რაც 1click ge-ს მიერ მოთხოვნილ ყველა პუნქტს დააკმაყოფილებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ განაცხადის შევსებაზე. თუმცა, თუ თქვენ პირველად აპირებთ კომპანიის მომსახურებით სარგებლობას, აუცილებლად დაგჭირდებათ რეგისტრაციის პროცედურის გავლა, რომელიც საკმაოდ მარტივია. ამისათვის თქვენ, პირველ რიგში, უნდა აირჩიოთ სასურველი სესხის თანხა და მომდევნო ეტაპზე შეავსოთ მცირე კითხვარი. რეგისტრაციისთვის სპეციალურ ფორმაში უნდა მიუთითოთ თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც მოიცავს: სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, სქესს, მისამართს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერს, ინფორმაციას თქვენი დამსაქმებლისა და სამსახურის შესახებ. სარეგისტრაციო ველების შევსების შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს, რომელიც დაგჭირდებათ რეგისტრაციის დასასრულებლად. თუ თქვენ სესხის განაცხადზე დადებითი პასუხი გექნებათ, აუცილებლად დაგჭირდებათ იდენტიფიკაციის პროცესის გავლაც, ეს ნიშნავს თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან 1click ge-ს საბანკო ანგარიშზე 0,01 თეთრის გადარიცხვას. თუ ეტაპებად წარმოვიდგენთ გზას, განაცხადის შევსებიდან სესხის მიღებამდე, ასეთ სურათს მივიღებთ:

  • აირჩიეთ 1000 ლარამდე საჭირო თანხა ge-ს ვებ-გვერდზე;
  • თუ პირველად იღებთ სესხს, გაიარეთ რეგისტრაცია და მიუთითეთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დასრულებისა და სესხზე თანხმობის მიღების შემდეგ ge-ს ანგარიშზე გადარიცხეთ 0,01 თეთრი;
  • ჩამოთვლილი ეტაპების დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ მოთხოვნილ თანხას რეგისტრაციისას მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

როგორ დავფაროთ თანხა?

1click.ge-ზე სესხის დაფარვა რამოდენიმე ხერხით არის შესაძლებელი:

  • ინტერნეტ ბანკით;
  • TBC PAY და EXPRESS PAY სწრაფი გადახდის აპარატებით;
  • ge და tbcpay.ge ონლაინ გადახდის ვებ-გვერდით;
  • ნებისმიერი ბანკის ფილიალებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თუ მიუხედავად მოწოდებული ინფორმაციისა კიდევ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი კითხვა 1click.ge-ს მომსახურებასა და პროდუქტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული საკონტაქტო ინფორმაცია: 1click.ge

შეჯამება

1click.ge ის კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ზრუნავს თქვენ კმაყოფილებაზე და გთავაზობთ სწრაფ, კომფორტულ და თქვენ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას.