Amica.ge – მეგობარი, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში გეხმარებათ

კრედიტის თანხა50 – 1000 ლარი
სესხის ვადა1-დან 30 დღემდე
პროცენტი5,8%
ასაკი21 წლის
სესხის დამტკიცებამე-15
პირველი სესხი 0%

Amica.ge ონლაინ სესხების ბაზარზე საკმაოდ ახალგაზრდა კომპანიას წარმოადგენს. ის სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს და პოპულარობაც ყოველდღიურად მატულობს.

Amica Sesxi - Swrafi Sesxebi

რა დადებითი მხარეები აქვს Amica – ს სესხს?

Amica ქართულ საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ქართველ მომხმარებელს განსხვავებული ტიპის სწრაფ ონლაინ სესხს თავაზობს. ამაში მოიაზრება საშუალება, რომელსაც ის აძლევს მსესხებელს. თუ კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს დარჩენილი აქვს საკრედიტო ლიმიტი, მას შეუძლია აიღოს განმეორებითი სესხი. ეს იმ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, თუ წინა სესხი მას არ აქვს დაფარული. ყველაზე დიდი პლუსი კი გახლავთ ის საკრედიტო ლიმიტი, რომელსაც კომპანია პირველი სესხის აღების შემთხვევაში თავაზობს მომხმარებელს ყოველგვარი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გარეშე.

უარყოფითი მხარეები

Amica.ge-ს მინუსადაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი და სესხით სარგებლობის მოკლე პერიოდი შეგვიძლია განვიხილოთ. სხვა მსგავსი კომპანიების მსგავსად სესხით სარგებლობის ვადის გახანგრძლივების საშუალებას ისიც იძლევა, თუმცა ეს დამატებითი ხარჯია მსესხებლისათვის. შეზღუდვა ასაკში კრედიტორი კომპანიების უკვე ტრადიციად ქცეული მინუსია. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თუ მსესხებელს, რაიმე მიზეზით გამო საკრედიტო ისტორიაში ხარვეზი აქვს, Amica კატეგორიულ უარს აცხადებს ამ ტიპის მომხმარებლის მომსახურებაზე.

როგორ ვისესხოთ თანხა და რა დრო დაგვჭირდება ამისათვის

პირველი სესხის მისაღებად, თქვენ:

  • უნდა დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებ-გვერდზე და შეავსოთ განაცხადში მითითებული ყველა მონაცემი. ამის შემდეგ დასტურის მიცემამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ კომპანიის პირობებს და მხოლოდ ამის შედმეგ დაეთანხმოთ მათ.
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიაროთ ავტორიზაცია ამავე ვებ-გვერდზე და დაასრულოთ აპლიკაცია საჭირო სესხის თანხისა და ვადის მითითებით.
  • აპლიკაციის შევსების დასრულების შემდეგ, საწირო იქნება 0,01 თეთრი კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი საბანკო ანგარიშის იდენტიფიკაცია. გადარიცხვისას აუცილებელი პირობაა დანიშნულების ველში თქვენი პირადი ნომრის მითითება.
  • მას შემდეგ, რაც პირველი სამი ნაბიჯი დასრულებულია, თქვენი სესხის აპლიკაცია განხილული იქნება კლიენტთა მომსახურების მენეჯერების მიერ.

როგორც კომპანია გვატყობინებს, სესხზე განაცხადის შევსებიდან თანხის მიღებამდე საჭირო დრო არ აღემატება მსგავსი ტიპის სესხების მისაღებად საჭირო სტანდარტულ დროს, რომელიც 15 წუთიდან 1 საათამდე განისაზღვრება.

რა ოდენობის თანხის სესხება შეგიძლიათ რა ვადით და რამდენია საპროცენტო სარგებელი?

თუ თვალს გადავავლებთ Amica.ge-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, საინტერესო ინფორმაციას აღმოვაჩენთ. თუ თქვენ პირველად სარგებლობთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით, საშუალება გეძლევათ მიიღოთ 50-დან 1000 ლარამდე ვადით სრულიად უსასყიდლოდ. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენ კომპანია დაგიმტკიცებთ პირველ სესხს 1000 ლარის ოდენობით, მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დააბრუნოთ კვლავ 1000 ლარი და არცერთი თეთრით მეტი. რაც შეეხება მომდევნო სესხებს, თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი 50-დან 1000 ლარამდე ოდენობის სესხზე და თქვენი განაცხადის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურის მიერ მონაცემების დამუშავების შედეგად, მიიღებთ პასუხს ამა თუ იმ საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების შესახებ.

რაც შეეხება სესხით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი და საპროცენტო განაკვეთი ის ასე გამოიყურება:

  • საკომისი – 5% დან
  • ხელშეკრულების საფასური – 4%
  • ზედმეტად გადახდილი თანხის საკომისიო – 5 ლარი
  • მიმდინარე სესხის შესახებ ცნობის დამზადების საკომისიო – 5 ლარი
  • ხელშეკრულების შეცვლის საკომისიო – 50 ლარი

როგორ დავუკავშრდეთ კომპანიას

იმის გამო, რომ კომპანიას საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვს განთავსებული ვებ-გვერდზე, რაც შესაძლოა ზოგი მომხმარებლისათვის საკმარისი არ იყოს სესხზე განაცხადის გასაკეთებლად, გთავაზობთ ბმულს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Amica.ge-.