Crediton.ge – ღია, მარტივი, მოსახერხებელი და საიმედო

კრედიტის თანხა50 – 4000 ლარი
სესხის ვადა1-დან 30 დღემდე
პროცენტი5,85%
ასაკი21 წლის
სესხის დამტკიცებამე-15
პირველი სესხი 0%

Crediton.ge, როგორც თავის თავს უწოდებს – „სესხის სანდო პარტნიორია“ მომხმარებლისათვის. კვლევაზე დაფუძნებული მომსახურება, მაღალი ხარისხითა და გამჭვირვალეობით გამოირჩევა. კომპანიის პრიორიტეტი კი მომხმარებელთან ჩამოყალიბებული გრძელვადიანი, წარმატებული ურთიერთობაა, რომელიც ნდობაზეა დამყარებული.

Crediton – დადებითი მხარეები

  • შეგიძლიათ ისესხოთ 1000 ლარამდე პირველი სესხიდანვე 0%-ად 30 დღით;
  • გრძელვადიანი სესხი 4000 ლარამდეა ხელმისაწვდომი 12 თვის ვადით;
  • საქართველოში ყველაზე დაბალი საპოცენტო განაკვეთი სწრაფ სესხზე;
  • მეორე სესხიდან უფასო ფინანსური კონსულტანტის მომსახურება;

Crediton – უარყოფითი მხარეები

  • გრძელვადიანი სესხით სარგებლობისათვის 3 ან მეტი სწრაფი სესხი უნდა გქონდეთ დაფარული;
  • სწრაფი სესხით 30 დღეზე მეტი ვადით სარგებლობისათვის დამატებითი საკომისიოს გადახდაა საჭირო.
credCrediton Swrafi Sesxi Onainiton.ge - ღია, მარტივი, მოსახერხებელი და საიმედო

რა ოდენობის თანხის სესხება შეგიძლიათ, რა ვადით და რამდენია საპროცენტო სარგებელი?

  • კრედიტონი პირველ სესხს 100 ლარიდან 1000 ლარამდე თავაზობს მომხმარებელს და ეს ყველაფერი 30 დღის ვადით სრულიად უპროცენტოდ შეგიძლიათ მიიღოთ;
  • განემორებითი სესხი კი მაქსიმუმ 1500 ლარით განისაზღვრება და საკომისიოზე კომპანია 10%-იან შეღავათს გთავაზობთ. სესხით სარგებლობის ვადა ამ შემთხვევაშიც 30 დღით განისაზღვრება;
  • მე-4 სესხიდან შესაძლებელია გრძელვადიანი სესხით სარგებლობა, რომლის მაქსიმალური თანხა 4000 ლარამდეა, ხოლო ვადა 12 თვემდე შეიძლება განისაზღვროს.

უნდა აღინიშნოს კომპანია კრედიტონის მიერ შემოთავაზებული ლოიალურობის პროგრამა. ეს გულისხმობს, რომ მეორე და ყოველი მომდევნო სესხის საპროცენტო განაკვეთი კლებადია. ფასდაკლება კი ასე გამოიყურება: მე-2-ე სესხი – 10%; მე-3-ე სესხი – 15%; მე-4-ე სესხი – 20%; მე-5-ე და ყველა მომდევნო სესხი – 25%.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ ახერხებთ არსებული სესხის დათქმულ ვადაში დაბრუნებას, კომპანია საშუალებას გაძლევთ გადაავადოთ სესხით სარგებლობის ვადა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მოგიწევთ სესხის გახანგრძლივებისათვის განკუთვნილი საკომისიოს გადახდა, რომელიც დამატებითი დღეებისა და სესხის ოდენობის გათვალისწინებით სხვადასხვაა. ამასთანავე არ აქვს მნიშვნელობა პირველი სესხით სარგებლობთ თუ განმეორებითით, თუ 30 დღეზე მეტი ვადით გსურთ ისარგებლოთ სესხით, აუცილებლად მოგიწევთ დამატებითი სარგებლის გადახდა.

როგორ ვისესხოთ თანხა Crediton.ge-სგან

თუ თქვენ არასოდეს გისარგებლიათ Crediton მომსახურებით, იმისათვის რომ შეძლოთ სესხზე განაცხადის შევსება, პირველ რიგში აუცილებლად მოგიწევთ მარტივი სარეგისტრაციო პროცედურის გავლა. ამისათვის თქვენ კრედიტონის მთავარ გვერდზე, კალკულატორის საშუალებით, უნდა აირჩიოთ სასურველი თანხა და ვადა. ამის შემდგომ „მიიღეთ სესხი“ ღილაკზე დაჭერით, საშუალება მოგეცემათ სარეგისტრაციო გვერდზე გადასვლის. აქ კი უკვე მოგიწევთ ყველა სავალდებულო ველის შევსება, თუმცა პროცედურა საკმაოდ მარტივი და ხანმოკლეა. შემდგომი ეტაპები კი ასე გამოიყურება:

  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ;
  • აუცილებლად მოგიწევთ ანგარიშის ვერიფიკაცია კრედიტონის საბანკო ანგარიშზე 1 თეთრის გადარიცხვით;
  • ზემოთხსენებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, თუ კრედიტორი დააკმაყოფილებს თქვენ განაცხადს, თანხა რეგისტრაციისას მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ თქვენ პირველად სარგებლობთ Creditonს მომსახურებით, თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ სესხით სრულიად უპროცენოდ 30 დღემდე ვადით.

რაც შეეხება სესხის მისაღებად საჭირო პროცედურების ხანგრძლივობას, ეს დრო არ აღემატება რამოდენიმე წუთიდან 1 საათამდე პერიოდს. ყველაფერი დამოკიდებულია განმცხადებლის მოთხოვნასა და მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე, რომელიც გადამწყვეტია კრედიტორისათვის.

თუ გაინტერესებთ როდის შეგიძლიათ განმეორებითი სესხითა და გაზრდილი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა გეტყვით, რომ ამის შესაძლებლობა არსებული სესხის სრულად დაფარვისთანავე მოგეცემათ.

საკონტაქტო ინფორმაცია

გარდა მოწოდებული ინცორმაციისა, თუ თქვენ დამატებით გაგჩნდებათ რაიმე კითხვა, ან გსურთ სესხის დეტალების დაზუსტება, საშუალება გაქვთ ისარგებლოთ Crediton -ს საკონტაქტო ინფორმაციით, რომელიც მითითებულ ბმულზეა განთავსებული: https://www.crediton.ge/

შეჯამება

კრედიტონი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი შეიძლება გახდეს თქვენთვის არამხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური საჭიროებების მოსაგვარებლად, არამედ მას შეუძლია თქვენი გრძელვადიანი საკრედიტო მოთხოვნებიც უსწრაფესად დააკმაყოფილოს.