ცვლილებები სესხების შესახებ კანონმდებლობაში

ცვლილებები სესხების შესახებ კანონმდებლობაში

2017 წლის 15 იანვრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, სხვადასხვა ტიპის სესხების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა.

რა ტიპის სესხებს შეეხება ცვლილება

2016 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა რიგი ცვლილებებისა, რომლებიც ქვეყანაში სესხების გაცემის შესახებ ახალ რეგულაციებს შეეხება. ხოლო მისი ამოქმედების თარიღად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2017 წლის 15 დეკემბერი განისაზღვრა.

ბოლო წლების განმავლობაში, სწრაფ სესხებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საკრედიტო დაწესებულებების მიერ საკმაოდ ძვირადღირებული სესხების გაცემის ფონზე, ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობდა პრობლემური სესხის მქონე მომხმარებელთა რიცხვი. შესაბამისად, მოსახლეობაში მზარდი ფინანსური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გარკვეულ ჩარჩოში მოთავსების შესახებ.

ცვლილებები შეეხო ისეთი ტიპის სესხებს, როგორიც არის: იპოთეკით უზრუნველყოფილი (რომელიც ორ კატეგორიად არის დაყოფილი 1000 ლარამდე და 1000 ლარის ზემოთ), განვადება, სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო სესხები (როგორც კომერციული ბანკის, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირი და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტები). სამომხმარებლო სესხში მოიაზრება ისეთი ტიპის სესხები, როგორიც არის: ბანკის მიერ გაცემული სტანდარტული სამომხმარებლო სესხი, სწრაფი ონლაინ სესხები, სალომბარდე სესხი, იპოთეკური სესხი და სხვა ნებისმიერი ტიპის სესხი, რომელიც ფიზიკურ პირებზე გაიცემა.

რას გულისხმობს ახალი კანონმდებლობა

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტორი, რომ ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე საბანკო სესხის გაცემა, ცვლილებების ამოქმედების დღიდან, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.

რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, რომელთა შორის ყველაზე მეტი ცვლილება სწრაფ, ონლაინ სესხებს შეეხებათ, უნდა აღინიშნოს ყველაზე მთავარი ფაქტორი. თუ დღემდე, საქართველოში მოქმედი როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სწრაფი სესხისათვის დაწესებული წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი არ იყოს განსაზღვრული, და კომპანიები საკუთარი შეხედულებისამებრ არეგულირებდნენ არსებულ საკრედიტო ბაზარს, 2017 წლის 15 იანვრიდან ეს შეუძლებელი ხდება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625 მუხლის შესაბამისად, „მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“ თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სესხის ვადის გაგრძელებად ამ შემთხვევაში მიიჩნევა: „არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა.“ უფრო გასაგები რომ იყოს, თუ დღემდე მოქმედი სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები და საბანკო დაწესებულებები, რომლებიც სწრაფ სესხებს გაცემდნენ, მომხმარებელს კრედიტს თავაზობდნენ საშუალოდ წლიურ 400-დან ათასამდე წლიურ პროცენტადაც კი, კანონის ამოქმედებიდან ეს პროცენტი შესაძლოა შეადგენდეს მაქსიმუმ 100%-ს.

გარდა ამისა, ცვლილება შეეხო იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც უკავშირდება სესხის გაცემის საკომისიოს, კომპანიის მიერ სესხის გაცემისთვის გაწეულ სხვა ნებისმიერ ხარჯს, სესხის ხელშკერულების პირობების დარღვევისას მსესხებლისათვის დაწესებულ პირგასამტეხლოს თითოეულ დღეზე და ნებისმიერი ტიპის სხვა ფინანსური სანქციების ჯამურ ოდენობას, რომელიც აღარ უნდა აღემატებოდეს „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.“

ახალი და ძველი საპროცენტო განაკვეთი სწრაფი სესხებისთვის

იმისათვის, რომ მომხმარებელმა უფრო კარგად შეძლოს დაინახოს ის რეალობა, რომელიც მსესხებელთა უფლებების დასაცავად განახორციელა საქართველოს მთავრობამ, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების სახით, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ 2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედ შემოთავაზებებსა და მიმდინარე საპროცენტო განაკვეთებს.

სწრაფი სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

რაც შეეხება მიმდინარე საპროცენტო განაკვეთს, ის ყველა ზემოთხსენებული კომპანიისათვის 100 %-ს შეადგენს, რაც 30 დღიანი 100 ლარის ოდენობით სესხით სარგებლობისას, Vivus.ge-ს შემთხვევაში 5.7%-ია, ხოლო დანარჩენი კომპანიების შემთხვევაში 5.86 პროცენტამდე მერყეობს. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, თუ თქვენ 100 ლარს ისესხებთ 30 დღის ვადით, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კრედიტორისათვის მოგიწევთ არაუმეტეს 105.86 ლარის დაბრუნება, რაც 2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი განაკვეთების შესაბამისად, დაახლოებით 121 ლარის ტოლი იქნებოდა. ეს კი დამეთანხმებით საკმაოდ დიდი შეღავათია მსესხებლისათვის, რასაც დიდი ალბათობით ვერ ვიტყვით კრედიტორებზე, რომელთათვისაც ასეთი ცვლილება შესაძლოა სრული ფინანსური კრახის მიზეზიც კი გახდეს და მათ უბრალოდ ვეღარ შეძლონ არსებობა.

0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>