Kimbi.ge – ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნებისთვის

კრედიტის თანხა500 – 3000 ლარი
სესხის ვადა24 თვე
პროცენტიყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 3,39%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 95,74%
ასაკი20 წლის
სესხის დამტკიცებამე-10

ხშირია შემთხვევა, როდესაც სასწრაფოდ გვჭირდება ფული. „4Finance” ჯგუფმა, ჯერ კიდევ 2005 წელს შეთავაზა მომხმარებელს ინოვაციური სწრაფი სესხი.

Kimbi.ge- ს სესხის დადებითი მხარეები

Kimbi.ge ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კომპანიებიდან, რომლებიც თავის მომხმარებელს საკმაოდ სოლიდურ საკრედიტო ლიმიტს თავაზობენ ხანგრძლივი ვადითა და ეტაპობრივი დაფარვის შესაძლებლობით. მიუხედავად მოთხოვნილი საკრედიტო პერიოდისა, თუ ვადაზე ადრე დაფარავთ სესხს, გადაიხდით მხოლოდ იმ პერიოდის საკომისიო გადასახადს, რა პერიოდითაც ისარგებლეთ სესხით და არა სრულ საფასურს.  არანაირი ფარული გადასახადები სესხის მიღებისას და რა თქმა უნდა, მარტივი სარეგისტრაციო პროცედურა.

უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ბევრი პლუსი აქვს, მაინც რჩება რამოდენიმე დეტალი, რომელიც ზოგიერთი მომხმარებლისთვის შესაძლოა დისკომფორტს ქმნიდეს. მაგალითად, სესხის ვადა, რომლის მინიმალური პერიოდიც 3 თვეა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მსესხებლის ასაკი, რომელიც სრულწლოვანებაზე არ არის დამოკიდებული და ცალსახად, 20-დან 60 წლამდე ასაკით განისაზღვრება.

რას წარმოადგენს კიმბის სესხი? რა ოდენობის თანხის სესხებაა შესაძლებელი და რა პირობებით?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კიმბი ჯი საკმაოდ ხანგრძლივი საერთაშორისო გამოცდილების მქონდე ონლაინ სამომხმარებლო სესხის გამცემი კომპანიაა.

სესხის ლიმიტი 500-დან 3000 ლარამდე მერყეობს, ხოლო სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვეა. რაც შეეხება სესხის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთს, ის 5,7%-ით განისაზღვრება, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი კი – 99,4%-ს არ აღემატება.

სანამ თანხის სესხებას გადაწყვეტთ, სასურველია ყურადღებით გაეცნოთ კიმბის შემოთავაზებას, რადგან თქვენ აუცილებლად მოგიწევთ სესხის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენი ასაკი, რომელიც კომპანიის ინფორმაციით არ უნდა იყოს არც 20 წელზე ნაკლები და არც აღემატებოდეს 60 წელს. თუ თქვენ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ განაგრძოთ განაცხადის შევსება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რეგისტრაციისას აუცილებლად დაგჭირდებათ, მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტია. პასუხის მიღება კი, რამოდენიმე წუთშია შესაძლებელი.

როგორც კომპანია აცხადებს, განაცხადის დადასტურებიდან სულ რაღაც 5 წუთში თქვენ უკვე შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი, ხოლო რაც შეეხება დამტკიცებულ თანხას, ის თქვენ ანგარიშზე რამოდენიმე წუთში აისახება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამტკიცებული თანხის მისაღებად, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ საკუთარი საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირება. გაითვალისწინეთ, რომ თანხის ჩარიცხვა, მხოლოდ საქართველოში მოქმედი ბანკების სამუშაო საათებშია შესაძლებელი.

თუ თქვენ უკვე სარგებლობთ კიმბის სესხით, სამწუხაროდ ვერ შეძლებთ დამატებითი თანხის მიღებას იმ დრომდე, სანამ მიმდინარე სესხი არ დაიფარება. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ დათქმულ ვადაზე ადრე დაფაროთ სესხი, გადაიხადოთ მხოლოდ იმ დღეების საპროცენტო სარგებელი, რა ვადითაც ისარგებლეთ ნასესხები თანხით და მოითხოვოთ ახალი სესხი. kimbi.ge-ს არ აქვს რაიმე კონკრეტული ლიმიტი ახალი ან ძველი მომხმარებლისათვის. ყველა განაცხადის განხილვა და შესაბამისი საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, თქვენი საკრედიტო ისტორიის, გადახდისუნარიანობისა და თქვენ მიერ მიწოდებული სხვა ინფორმაციის განხილვის საფუძველზე. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ პირველივე ჯერზე კომპანიისგან სესხის სახით თანხის მაქსიმალური ლიმიტიც კი მიიღოთ.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ შეძლებთ ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულებას, ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის თანხაზე დამატებით ვალდებულებად დაგერიცხებათ სესხის ძირითადი დარჩენილი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმის გამო, რომ სესხის თანხის დაფარვა კლიენტის მიერ ხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად თანაბარი შენატანების საფუძველზე, კომპანიას არ აქვს რაიმე დამატებითი მომსახურება სესხის დაფარვის ვადის გახანგრძლივებისთვის.

როგორ ვისესხოთ

იმისათვის, რომ შეძლოთ kimbi.ge-დან ფულის სესხება, თქვენ რამოდენიმე მარტივი პროცედურის გავლა დაგჭირდებათ.  შევეცდებით მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია თითოეული ეტაპის შესახებ.

თუ თქვენ არასოდეს გისარგებლია kimbi.ge-ს სესხით, აუცილებლად მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა კომპანიის ვებ-გვერდზე. ამისათვის, მთავარ გვერდზე მოცემულ სესხის კალკულატორზე აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სესხის თანხა და ვადა, რა პერიოდით გსურთ სესხით სარგებლობა და დააჭირეთ ღილაკს „სესხის აღება“. თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით რეგისტრაციის გვერდზე, სადაც აუცილებლად უნდა შეავსოთ ყველა მოთხოვნილი ველი თქვენ შესახებ ინფორმაციით. ამისათვის მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

აპლიკაციის დადასტურების შემდეგ ჯერი იდენტიფიკაციაზე დგება, რაც გუსლიხმობს თქვენი საბანკო ანგარიშიდან, კიმბი ჯის საბანკო ანგარიშზე სიმბოლური თანხის, 0,01 თეთრის გადარიცხვას. მას შემდეგ, რაც გადარიცხვა კომპანიის ანგარიშზე აისახება, მხოლოდ 15 წუთი იქნება საჭირო დამტკიცებული სესხის მისაღებად.

რეგისტრაციის პროცედურის გავლა მხოლოდ ერთჯერადად დაგჭირდებათ. ყველა მომდევნო განაცხადის შევსებისას, თქვენ უკვე შეგეძლებათ ისარგებლოთ არსებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისთვის, გარდა საბანკო ანგარიშისა, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

როგორ დავუკავშრდეთ კომპანიას

ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად მოკლედ, თუმცა ამომწურავად მოგვეწოდებინა თქვენთვის კომპანია კიმბის საკრედიტო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, თუ თქვენ დამატებით დაგაინტერესებთ სხვადასხვა დეტალები, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ინფორმაცია ონლაინ, სატელეფონო და ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებთან დაკავშირებით: https://www.kimbi.ge/kontaqti