Lendo – მეგობარი, რომელსაც შეგიძლია ენდო

კრედიტის თანხა50 – 1000 ლარი
სესხის ვადა7 დღით – 24 თვით
პროცენტი5,9%
ასაკი21 წლის
სესხის დამტკიცებამე-15
პირველი სესხი 0%

Lendo.geწარმოადგენს ლატვიურ ინვესტიციას, რომელიც სანდოობის მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმსა და სწრაფ ფინანსურ ოპერაციებს პირდება მომხმარებელს. ამასთანავე, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სესხისათვის განკუთვნილი საპროცენტო სარგებელი, ყველაზე დაბალია ქართულ ფინანსურ ბაზარზე არსებულ მსგავს კომპანიებთან შედარებით.

Lendo – დადებითი მხარეები

  • პირველი სესხის მიღება 500 ლარამდე ლიმიტითა და 0%-ად არის შესაძლებელი 30 დღის ვადით;
  • 24 თვემდე გრძელვადიანი სესხით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი სწრაფი სესხის ლიმიტი 100 ლარამდე;
  • 10 ლარიანი ბონუსი ყოველ მოწვეულ დამატებით მომხმარებელზე;

Lendo - უარყოფითი მხარეები

  • თანხის ანგარიშზე მისაღებად აუცილებელია ვიზიტი ლენდოს ნებისმიერ ფილიალში;
  • განმეორებითი სესხის ფილიალიდან მიღებისას იხდით სესხის გაცემის საკომისიოს მიღებული თანხის 1%-ის ოდენობით;
  • მსესხებლის მინიმალური ასაკი 21 წელი.

რამდენი შეიძლება ისესხოთ და რა არის სესხის ვადა და დარიცხული პროცენტი?

  • ლენდო იმ კომპანიებს შორის არის, რომელიც მომხმარებელს პირველ სესხს უპროცენტოს თავაზობენ. პირველი სესხის ლიმიტი კი 500 ლარამდე განისაზღვრება 30 დღის ვადით. თუმცა შეგიძლიათ დამატებითი საფასურის გადახდის საფუძველზე ეს ვადა გაზარდოთ 7, 14 ან 30 დღით;
  • განმეორებითი სესხის შემთხვევაში თქვენ საშუალება გეძლევათ მიიღოთ 1000 ლარამდე, თუმცა საკრედიტო ლიმიტის ზედა ზღვარი ინდივიდუალურად განისაზღვრება, სესხის ვადა კი 24 თვემდეც კი შეიძლება იყოს;
  • თუ თქვენ უკვე სარგებლობთ ლენდოს სესხით, საშუალება გაქვთ დამატებით შეავსოთ განაცხადი ახალ სესხზე და თქვენთვის დადგენილი საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში მიიღოთ ახალი სესხი;

გარდა ჩამოთვლილი მომსახურებისა, უნდა აღვნიშნოთ Lendo საკმაოდ საინტერესო მომსახურება, რომელიც 66 წლიდან 75 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეხება, და რომელთათვისაც სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ნაკლებია ვიდრე 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის. ამასთანავე, ლენდო ფაქტობრივად ერთადერთი კომპანიაა ქართულ სწრაფი სესხების ბაზარზე, რომელიც თავის მომსახურებას 75 წლამდე ასაკის პირებს თავაზობს.

რა არის საჭირო Lendo.ge-სგან თანხის მისაღებად

თუ თქვენ პირველად სარგებლობთ ლენდოს მომსახურებით, პირველ რიგში დაგჭირდებათ მის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია. ამისათვის თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

  • მსესხებლის ასაკი 21-დან 75 წლამდე;
  • იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეთ პირადი ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერს;

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა გაქვთ გააკეთოთ განაცხადი თქვენთვის სასრუველ სესხის ოდენობასა და ვადაზე. განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ელექტრონულად, ლენდოს ვებ-გვერდის საშალებით, ასევე კომპანიის ნებისმიერ ფილიალსა და ახლა უკვე ლენდო-მობილის დახმარებით. ინტერნეტით განაცხადის შევსების პროცედურა ასე გამოიყურება:

  • მთავარ გვერდზე სესხის კალკულატორზე აირჩიეთ თქვენთვის სასრუველი თანხა და ვადა;
  • დასტურის ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ, თანმიმდევრულად შეავსეთ ყველა მოთხოვნილი მონაცემი;
  • გაეცანით ხელშეკრულების პირობებს;
  • მოთხოვნაზე საბოლოო დასტურის მიცემიდან 10 წუთის განმავლობაში დაელოდეთ კომპანიის პასუხს, რომელსაც sms-ის საშუალებით მიიღებთ.

თუ თქვენ მიღებთ დასტურს სესხზე, თანხის მისაღებად აუცილებლად უნდა მიმართოთ ლენდოს ფილიალს, სადაც პირადობის მოწმობის საფუძველზე შეძლებთ თანხის მიღებას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანხის მისაღებად, აუცილებლად დაგჭირდებათ ლენდოს ფილიალში ვიზიტი და შესაბამისად, საჭირო საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: Lendo.ge

შეჯამება

Lendo.ge-ს მიზანია ქართულ ფინანსურ ბაზარზე შექმნას მაღალი სტანდარტისა და ხარისხის მომსახურება, რომელიც მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტისაკენ არის მიმართული.