Mogo.ge – მიიღე ფული და განაგრძე მანქანის მართვა

კრედიტის თანხა1000 – 27000 ლარი
სესხის ვადა3 – 72 თვემდე
სესხის დამტკიცება24 საათი

Mogo.ge მომხმარებელს თავაზობს მარტივად დაბრუნებად სესხს, რომლის გამოყენებაც სურვილისამებრ, ნებისმიერი მიზნობრიობით არის შესაძლებელი. სხვა კრედიტორებისგან განსხვავებით, სესხის პერიოდში, შეგიძლიათ მართოთ თქვენი ავტომობილი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

Mogo - Mogo.ge სესხი მანქანის

Mogo – დადებითი მხარეები

  • 0%-იანი სესხის გაცემის საკომისიო;
  • მანქანის საბაზრო ღირებულების 90%-მდე ოდენობის სესხი;
  • მანქანის მართვის უფლება სესხის მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • სესხი რეფინანსირებისათვის;
  • განაცხადის განხილვა 30 წუთის განმავლობაში;
  • მანქანის შეფასება და განაცხადის განხილვა უფასოდ.

Mogo – უარყოფითი მხარეები

  • ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკომისიო – 120 ლარი;
  • სესხის ვადის გაგრძელების საკომისიო – 120 ლარი;
  • სესხის წინსწრებით, ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვის საკომისიო – 3%.

Mogo.ge მომხმარებელს თავაზობს მარტივად დაბრუნებად სესხს, რომლის გამოყენებაც სურვილისამებრ, ნებისმიერი მიზნობრიობით არის შესაძლებელი. სხვა კრედიტორებისგან განსხვავებით, სესხის პერიოდში, შეგიძლიათ მართოთ თქვენი ავტომობილი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

რა ოდენობის თანხის სესხება შეგიძლიათ, რა ვადით და რამდენია საპროცენტო სარგებელი?

  • მოგო მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს 1000-დან 27 000 ლარამდე სესხით, რომლის ვადაც 3-დან 27 თვემდე განისაზღვრება;
  • სესხის დაფარვა შესაძლებელია ყოველთვიური თანაბარი გადახდების საფუძველზე და აღნიშნული თანხის დაანგარიშება ხდება ინდივიდუალურად, აღებული სესხის ოდენობისა და ვადის შესაბამისად;
  • მანქანის მოდელისა და გამოშვების თარიღის შესაბამისად, მსესხებელს შეუძლია მიიღოს მისი საბაზრო ღირებულების 90%-მდე თანხა.

გარდა ამისა, მოგო დაინტერესებულ პირებს თავაზობს მომსახურებას ყველანაირი ფარული ხარჯების გარეშე. თქვენ არ მოგიწევთ სესხის გაცემის საკომისიოს გადახდა. განაცხადის განხილვა და მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში გადამოწმებაც, სრულიად უფასოდ ხდება. თუ სხვა კომპანიები დამატებით საფასურს მოითხოვენ მანქანის შესაფასებლად, მოგოს შემთხვევაში ეს მომსახურებაც ყოველგვარი საფასურის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ. კიდევ ერთი უფასო სერვისი, სესხის თანხის დამატებისას სესხის გაცემისთვის დაწესებული საკომისიოა, რომელიც ასევე 0%-ს შეადგენს.

გამონაკლისი, როდესაც თქვენ გარკვეული საფასურის გადახდა მოგიწევთ, მხოლოდ ორ შემთხვევაში არსებობს: პირველი, როდესაც ცვლილებები შეგაქვთ სესხის ხელშეკრულებაში და მეორე, როდესაც მოითხოვთ სესხის ვადის გაგრძელებას. ორივე შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მსესხებელს ერთჯერადად 120 ლარის გადახდა მოუწევს.

როგორ ვისესხოთ თანხა Mogo.ge-სგან

თუ თქვენ დამატებითი თანხა გესაჭიროებათ, ან უბრალოდ ავტომობილის შეძენა გსურთ, და გადაწყვიტეთ საჭირო თანხის მისაღებად მოგოს მომსახურებით ისარგებლოთ, თანხის მიღებამდე გარკვეული სავალდებულო პროცედურების გავლა მოგიწევთ:

  • პირველ რიგში შეავსეთ განაცხადი მოგოს ვებ-გვერდზე, ტელეფონით ან მის მომსახურების ცენტრში;
  • მიიღეთ ინფორმაცია მანქანის შეფასებისა და შესაბამისი განსაზღვრული თანხის შემოთავაზების შესახებ;
  • სესხის განაცხადზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ კლიენტთა მომსახურების ცენტრს ხელშეკრულების გასაფორმებლად;
  • ლიზინგის შემთხვევაში თქვენ პირადობის მოწმობასთან ერთად, აუცილებლად წარადგინეთ ავტომობილის გამყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გაითვალისწინეთ, რომ სესხის მისაღებად, აუცილებლად უნდა იყოთ მინიმუმ 21 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება რეფინანსირებას, ამ მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ გყავთ ავტომობილი, რომელსაც უზრუნველყოფის საგნად გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში, თქვენ საშუალება გეძლევათ დაფაროთ ყველა არსებული, იქნება ეს სწრაფი თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სამომხმარებლო სესხი, შეამციროთ ყოველთვიური გადასახადის ოდენობა ან სულაც გაზარდოთ სესხის თანხა. ამ შემთხვევაშიც სესხის ოდენობა 1000-დან 27 000 ლარამდე განისაზღვრება და მისი მოქმედების პერიოდი შეიძლება 6 წლამდე განისაზღვროს.

მოგოში სესხის განაცხადის განხილვისათვის განსაზღვრული ვადა, არ აღემატება 30 წუთს. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს ზუსტი პასუხი სწორედ ზემოთხსენებულ მცირე დროში და ამისათვის არ დახარჯოს რამოდენიმე დღე, როგორც უმეტეს შემთხვევაშია საჭირო სხვა მსგავსი კრედიტორებისგან თანხის მისაღებად.

საკონტაქტო ინფორმაცია

იმის გათვალისწინებთ, რომ Mogo საკმაოდ მრავალფეროვან საკრედიტო პროდუქტებს თავაზობს თავის მომხმარებელს, ბუნებრივია, რომ თქვენ უმრავლსეობას გაუჩნდეს დამატებითი კითხვები კონკრეტული, მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ, რომლებიც გადამწყვეტია კრედიტორის შერჩევისას. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული Mogo.ge-ს საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ: www.mogo.ge

შეჯამება

თანამედროვე ქართულ ფინანსურ ბაზარზე, მოგო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პოპულარული კრედიტორია, რომელიც თავის მომხმარებელს თავაზობს სწრაფ, მარტივ და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მისაღებს საკრედიტო პროდუქტებს.