Moneza.ge – პირველი გრძელვადიანი ონლაინ სესხი

კრედიტის თანხა500 – 3000 ლარი
სესხის ვადასესხის ვადა: 3 თვე – 24 თვე
პროცენტი15%
ასაკიასაკი: 20-დან 63 წლამდე
პირველი სესხი 0%

Moneza.ge-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია გითხრათ: ეს არის კომპანია, რომელიც ქართველ მომხმარებელს გრძელვადიან, მოქნილ და გამჭვირვალე მომსახურებას თავაზობს ყველანაირი დამატებითი, ფარული ხარჯების გარეშე.

Moneza – დადებითი მხარეები

  • პირველი სესხის ლიმიტი 500-დან 2000 ლარამდე;
  • განმეორებითი სესხის ლიმიტი 3000 ლარი;
  • სესხის ვადა 3-დან 24 თვემდე;
  • პასუხი სესხის განაცხადზე – 15 წუთში.

Moneza – უარყოფითი მხარეები

  • სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 169,96%-დან 534,65 პროცენტამდე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 70%-დან 140%-მდე;
  • თუ ურჩ გადამხდელთა სიაში იმყოფებით, ვერ შეძლებთ სესხით სარგებლობას;
  • სესხის ვადის 1 თვით გასაგრძელებლად უნდა გადაიხადოთ ყოველთვიური შენატანის 45%.

რა თანხის სესხებაა შესაძლებელი, რა ვადით და რამდენს შეადგენს საპროცენტო სარგებელი?

  • მონეზა პირველ სესხს 500-დან 2000 ლარამდე ოდენობით თავაზობს თავის მომხმარებელს და სესხის ვადა მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 24 თვით განისაზღვრება;
  • განმეორებითი სესხის შემთხვევაში, საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ზღვარი 3000 ლარია;
  • სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 169,96%-დან 534,65%-მდე განისაზღვრება, რაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში მინიმუმ 70, მაქსიმუმ კი – 140%-ს გულისხმობს.

Moneza.ge არ აქვს კონკრეტულად განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი. ყოველი მომხმარებლის შემთხვევაში, დაანგარიშება ხდება ინდივიდუალურად, მოთხოვნილი თანხის ოდენობისა და სესხით სარგებლობის ვადის შესაბამისად.

2017 წლის იანვრიდან, სწრაფი სესხების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული რიგი ცვლილებების მიუხედავად, მონეზა თავის მომხმარებელს კვლავ თავაზობს ისეთ მომსახურებას, როგორიც სესხის თანხის უმოკლეს ვადაში, დასტურის მიღებიდან 15 წუთში გაცემაა და ეს მომსახურება ყველანაირი დამატებითი საფასურის გარეშე ხორციელდება. ასევე, მომხმარებელს, რომლიც ვერ ახერხებს მონეზას სესხის დროულად დაფარვას, საშუალება ეძლევა გადაავადოს სესხის ვადა 1 თვით. თუმცა ამ შემთხვევაში მას სესხის გადავადებისათვის დაწესებული დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს, რომელიც სესხის ყოველთვიური შენატანის 45%-ის ოდენობით განისაზღვრება. ეს პირობა საერთოა ნებისმიერი ოდენობისა და ვადის სესხთან მიმართებაში.

როგორ ვისესხოთ თანხა Moneza.ge-სგან

მონეზადან სესხის მისაღებად თქვენ აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ რიგ მოთოხოვნებს, რომლებიც კომპანიის მიერ შესაბამის ხელშეკრულებაშია გაწერილი. ეს პირობები კი ასე გამოიყურება:

  • მსესხებლის ასაკი 20-დან 63 წლამდე;
  • საქართველოს მოქალაქე;
  • პირადი საბანკო ანგარიში;
  • სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი;
  • დადებითი საკრედიტო ისტორია.

თუ თქვენ ყველა ძირითად პირობას აკმაყოფილებთ შეგიძლიათ გადახვიდეთ სესხის განაცხადის შევსების პროცედურაზე, რომელიც საკმაოდ მარტივია. თუ პირველად სარგებლობთ მონეზას სესხით, აუცილებლად დაგჭირდებათ Moneza ვებ-გვერდზე არსებულ სპეციალურ ფორმაში თქვენი მონაცემების მითითება. ეს მონაცემებია: პირადი ნომერი, მოქმედი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი, პირადი ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, არსებობის შემთხვევაში – ყოველთვიური სასესხო ვალდებულებების ჯამი (მაგალითად ლომბარდი, ლიზინგი, სხვა სამომხმარებლო სესხი და ასე შემდეგ). რეგისტრაციის დასასრულებლად, თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს კომპანიის საბანკო ანგარიშზე თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან 0,01 თეთრის გადარიცხვას. ეს აუცილებლად ის ანგარიში უნდა იყოს, რომელზეც გსურთ მომავალში თანხის მიღება. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ კი, საშუალება გეძლევათ შეავსოთ განაცხადი სასურველ თანხაზე. სრული პროცესის უფრო მარტივად წარმოსადგენად გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ ეტაპებს:

  • მონეზას ვებ-გვერდზე აირჩიეთ სესხის სასურველი თანხა და ვადა;
  • პირველი სესხის შემთხვევაში, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და მიუთითეთ თქვენი პერსონალური მონაცემები შესაბამის ფორმაში;
  • რეგისტრაციის დასასრულებლად მონეზას საბანკო ანგარიშზე გადარიცხეთ 0,01 თეთრი;
  • ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, ოპერატორები შეამოწმებენ თქვენ მონაცემებს და სესხზე თანხმობის შემთვევაში თანხას 15 წუთის განმავლობაში მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

როგორ დავფაროთ თანხა?

Moneza.ge თავის მომხმარებელს სესხის დაფარვის რამოდენიმე გზას თავაზობს:

  • ინტერნეტ ბანკით;
  • სწრაფი გადახდის აპარატებით;
  • ონლაინ გადახდის ვებ-გვერდებით;
  • ბანკის ფილიალებში, პირდაპირ კრედიტორის ანგარიშზე ჩარიცხვით.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მონეზას ვებ-გვერდზე არსებული ონლაინ დახმარების მომსახურება, ასევე მოცემული ბმულზე განთავსებული Moneza.ge საკონტაქტო ინფორმაცია: www.moneza.ge

შეჯამება

თუ თქვენ ზუსტად იცით რა გსურთ, მოგწონთ სტრესისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება, როდესაც თქვენი მომავალი დაცულია და ადვილად ახდენთ ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტირებას Moneza.ge სესხი სწორედ თქვენთვისაა.