რა დროში შემიძლია სწრაფი სესხის მიღება?

რა დროში შემიძლია სწრაფი სესხის მიღება?

ინტერნეტით სწრაფი სესხის მიღება ყოველთვის უფრო მარტივია და ნაკლებ დროს მოითხოვს ვიდრე სხვა ტიპის სესხები. პოტენციური გამსესხებელი კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ სესხის მოლოდინის დრო იყოს მცირე და პასუხი უმოკლეს დროში შეგატყობინონ, იქნება ეს დადებით თუ უარყოფითი. ამ ტიპის სესხების მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, როგორც წესი, მინიმალურია. ერთი სიტყვით, თუკი თქვენ ეძებთ თქვენი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად უსწრაფეს და უმარტივეს გზას, მაშინ სწრაფი ონლაინ სესხები სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი.

იმისათვის, რომ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ ონლაინ სესხების მიღებისას საჭირო დროისა და მათი სისწრაფის შესახებ, გთავაზობთ განვიხილოთ რამოდენიმე წამყვანი გამსესხებელი კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროცედურები, რომლის გავლაც აუცილებელია სესხის მისაღებად.  

Vivus.geონლაინ სესხის ასაღებად თქვენ დაგჭირდებათ vivus.ge-ს მთავარ გვერდზე მოცემულ კალკულატორზე სასურველი თანხისა და ვადის არჩევა. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „სესხის აღება“ და გაიარეთ მხოლოდ სამი სწრაფი და მარტივი საფეხური:

1 – ონლაინ რეგისტრაცია (რეგისტრაციის აპლიკაცია უმარტივესია და მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ველს)

2 – აპლიკაციის დადასტურება

3 – ონლაინ იდენტიფიკაცია, რომელიც საჭიროა სესხის მისაღებად.

ამისათვის საჭიროა თქვენი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან vivus.ge-ს ანგარიშზე გადარიცხოთ მხოლოდ 0.01 თეთრი.

აღნიშნული პროცედურის სრულყოფილად გავლისათვის თქვენ დაგჭირდებათ მაქსიმუმ 10 წუთი.

პირველი სესხი 15 წუთში გიმტკიცდებათ, განმეორებით სესხზე კი დასტურს უსწრაფესად, რამდენიმე წამში იღებთ და თანხა ანგარიშზე ზუსტად 5 წუთში აისახება.

შედეგად მივიღეთ, რომ Vivus.ge -ს პირველი სესხის მისაღებად თქვენ დახარჯავთ მაქსიმუმ 30 წუთს, ხოლო ყოველი მომდევნო სესხისათვის თქვენ მაქსიმუმ 5 წუთი დაგჭირდებათ, ეს კი დამეთანხმებით არცთუ ისე დიდი დროა იმისათვის, რომ მოაგვაროთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემები სწრაფად და ყოველგვარი დამატებითი ხარჯებისა და საბუთების გარეშე.

ახლა კი განვიხილოთ Netcredit.ge , როგორც თავად კომპანია გთავაზობთ – თქვენი მეორე საფულე.

პირველი ონლაინ სესხის ასაღებად საჭიროა Netcredit.ge-ს მთავარ გვერდზე მოცემულ კალკულატორზე აირჩიოთ სასურველი თანხა და ვადა, რის შემდეგაც უნდა დააჭიროთ ღილაკს „სესხის აღება“ და გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია, რომელიც შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • ონლაინ აპლიკაცია;
  • სესხის მიღების პირობების დადასტურება;
  • და ბოლო ეტაპი – მიღებული თანხა, რომელიც თქვენ საფულეზე დაგერიცხებათ.

თუმცა, პირველი სესხის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ ელექტრონული საფულის გააქტიურება და თქვენი საბანკო რეკვიზიტების ზუსტი იდენტიფიცირებისათვის ერთჯერადად მარტივი ონლაინ პროცედურის გავლა. ამისათვის, თქვენი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან Netcredit.ge-ს ანგარიშზე უნდა გადარიცხოთ მხოლოდ 0.01 თეთრი.

სესხზე დადებითი პასუხის მიღებიდან მაქსიმუმ 15 წუთში მოთხოვნილი თანხა აისახება თქვენ აგარიშზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველი სესხის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ 30 წუთი, ხოლო განმეორებითი სესხის შემთხვევაში დაახლოებით 15 წუთი.

კიდევ ერთი საინტერესო კომპანია ქართული სწრაფი სესხების ბაზარზე არის Moneyman.ge, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე სწრაფ მომსახურებას.

არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში იმყოფებით, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობით შეგიძლიათ განაცხადის შევსება 5 წუთში და 1 წუთში შეიტყობთ გადაწყვეტილების შესახებ.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 20 წლიდან შეუძლია გააკეთოს განაცხადი 50 ლარიდან 1200 ლარამდე ონლაინ სესხზე.

კომპანიაში გვთავაზობენ, რომ აქ სესხის მიღება ყველაზე სწრაფი და მარტივია. ამისათვის საჭიროა:

  • დარეგისტრირდეთ ონლაინში;
  • ხელი მოაწეროთ ოფერტას იმ კოდით რომელსაც თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ;
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში სასურველი თანხას მიიღებთ თქვენ საბანკო ანგარიშზე მაქსიმუმ 15 წუთში.

თუკი თანმიმდევრობით დავითვლით სესხის მიღების პროცედურაზე დახარჯულ დროს პირველი და განმეორებითი სესხის შემთხვევაში, დავრწმუნდებით, რომ „მანი მენს“ ნამდვილად აქვს უფლება პრეტენზია განაცხადოს ონლაინ სესხის ყველაზე სწრაფად გაცემაზე. პირველ შემთხვევაში დრო შეიძლება 20 წუთიდან 30 წუთამდე მერყეობდეს, თუმცა განმეორებითი სესხის შემთხვევაში ეს დრო ფაქტობრივად განულებულია. პასუხი უსწრაფესად გაქვთ მიღებული და შეგიძლიათ დაელოდოთ თანხის თქვენ ანგარიშზე ჩარიცხვას.

საინტერესოა Emmascredit.ge-ს მიერ შემოთავაზებული პირობებიც. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ და უსაფრთხო ონლაინ სესხს.

იმისათვის, რომ შეძლოთ სესხის მიღება, საჭიროა კომპანიის მთავარ გვერდზე განთავსებულ კალკულატორზე აირჩიოთ სასურველი თანხა 50-დან 300 ლარამდე და მიუთითოთ რა ვადით გსურთ თანხის მიღება. ვადა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 30 დღე. ამის შემდეგ დააჭირეთ სესხის მოთხოვნის ღილაკს და გაიარეთ სწრაფი და მარტივი რეგისტრაცია. რომელიც შემდეგ ეტაპებს მოიცავს:  

1 – ონლაინ აპლიკაცია თქვენი პირადი მონაცემების მითითებით;

2 – საბანკო რეკვიზიტების მითითება;

3 – ონლაინ იდენტიფიკაცია, რომელიც საჭიროა სესხის მისაღებად;

ამისათვის საჭიროა თქვენი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან emmascredit-ის ანგარიშზე გადარიცხოთ 2 ლარამდე თანხა, რომელიც მომდევნო დღის დილის 7 საათამდე უკან დაგიბრუნდებათ (თანხის ზუსტ რაოდენობას პროგრამა ავტომატურად ირჩევს).

4 – შესაბამის ველში მიუთითებთ იმ თანხის რაოდენობას, რომელიც ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან.

ამის შემდგომ თქვენ უნდა შეამოწმოთ თქვენსავე პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტა, რომელზეც მიიღებთ შეტყობინებას სესხის სტატუსის შესახებ. სესხის დამტკიცების შემთხვევაში გამოგეგზავნებათ ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც 10 წუთში ანგარიშზე დაგერიცხებათ მოთხოვნილი თანხა.

დამეთანხმებით, რომ პროცედურა მარტივი, თუმცა გაცილებით უფრო ხანგრძლივია ვიდრე წინა კომპანიების შემთხვევაში და დრო სავარაუდოდ ასე განისაზღვრება. პირველი სესხის შმეთხვევაში დაახლოებით 30 წუთიდან ზემოთ, ხოლო განმეორებითი სესხის შემთხვევაში მინიმუმ 15-20 წუთი.

0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>