კვლევების შედეგები – რატომ ამჯობინებენ ქართველები არასაბანკო სესხების აღებას?

ფინანსურმა პორტალმა Topsesxi.com-მა ჩაატარა კვლევები, რომელთა მიზანი იყო გაერკვია ქართველების დამოკიდებულება არასაბანკო სესხების მიმართ. ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო, იმის გარკვევა თუ რატომ ამჯობინებენ ქართველები არასაბანკო სესხებს, ვიდრე ბანკიდან სესხის გამოტანას.

„მომხმარებლის მოსაზრება ყველაზე მნიშვნელოვანია,იგი გვაძლევს საშუალებას დავხვეწოთ ჩვენ საიტზე განთავსებული ინფორმაცია. კვლევების შედეგად, ჩვენ გავარკვიეთ ხალხის აზრი სესხის პასუხისმგებლობით აღებაზე და განვსაზღვრეთ მათი ცოდნა არასაბანკო სესხების შესახებ“ – აცხადებს Topsesxi.com-ის მთავარი რედაქტორი ბატონი კაზლაუსკა.

გამოკვლევები გვიჩვენებს რომ რესპოდენტთა 65% კმაყოფილია არასაბანკო სესხებით.

რესპოდენტთა ნახევარზე მეტი (53%) რეკომენდაციას გაუწევდნენ არასაბანკო სესხებს ახლობლებთან.

გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ზოგადად არასაბანკო სესხები აუცილებელი პროდუქტია.

ჩვენ დავადგინეთ, რომ არასაბანაკო სესხებში მომხმარებელს მისი აღების სისწრაფე ხიბლავს ყველაზე მეტად. (გამოკითხულთა 29% ასახელებს ამ მიზეზს).

გამოკითხულთა 18% იმიტომ სარგებლობს არასაბანკო სესხით, რადგან ბანკებმა განუცხადეს უარი.

რესპოდენტთა 16% პროცენტი ძირითად მიზეზად ასახელებს იმ ფაქტორს, რომ არასაბანკო სესხებს ღებულობს უფრო დაბალი შემოსავლის ფონზეც.

მომხმარებელთა 15%-ს არასაბანკო სესხი ურჩევნია, რადგან ხშირად პირველი სესხი უპროცენტოა. 12% ასეთი მიზეზად ასახელებს ინტერნეტის მეშვეობით სესხის აღების შესაძლებლობას

კვლევებით ასევე დადგინდა სესხის არჩევის საფუძვლები. გამოკითხულ მომხმარებელთა 40%-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა პირველი სესხი უპროცენტო, 29% ყურადღებას აქცევს რამდენად დაბალია სესხის პროცენტი, 16%-სთვის გადამწყვეტი ფაქტორია თანხის ოდენობა. 11% აცხადებს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სესხის აღების სხვა პირობები.

გამოკითხვის მიზანი იყო ასევე გაგვერკვია, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან სესხის დაბრუნების საკითხს მომხმარებლები. რესპოდენტების 88% დიდ ყურადღებას აქცევს თანხის უკან დაბრუნების საკითხს.

კვლევებით დადგინდა ასევე სწრაფი სესხების მიზნობრიობის საკითხიც. მომხმარებელთა 30% ამას აკეთებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის; 13% – დაუგეგმავი ხარჯებისთვის; 10% – სამედიცინო ხარჯებისთვის, 37% – სხვა ხარჯებისთვის.

გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, topsesxi.com განაგრძობს ფინანსური საკითხების მიმოხილვას და შესაბამისი რჩევების მიწოდებას მოსახლეობისთვის.

აღნიშნული გამოკითხვა topsesxi.com-მა ამ წლის თებერვალში ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა ინტერნეტის მეშვეობით და მასში 1,073 ქართველი მონაწილეობდა, 18-74 ასაკის ფარგლებში. გამოკითხვის შედეგები იხილეთ სრულიად – Topsesxi.com-ზე.

კვლევების შედეგები - რატომ ამჯობინებენ ქართველები არასაბანკო სესხების აღებას?
0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Embed This Image On Your Site (copy code below):