როგორ გავუმკლავდეთ ფინანსურ სირთულეებს?

როგორ გავუმკლავდეთ ფინანსურ სირთულეებს?

როდესაც დამატებიტი ფინანსები გვჭირდება და ვეძებთ გამოსავალს, ხშირად მაშინვე სწრაფი სესხი გვახსენდება.

ფინანსური კრიზისის დაძლევის გზები და მეთოდები

ცხოვრებაში ჩნდება სიტუაცია, როდესაც გამოუვალ ფინანსურ კრიზისში აღმოვჩნდებით, არადა ხელფასამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი და გარშემოც არავინ ჩანს რომ დაგვეხმაროს. ასეთ დროს სწრაფი, ონლაინ სესხი სწორედ რომ საუკეთესო დამხმარე საშუალებაა.

თუ თქვენ მოულოდნელად ზემოთხსენებულ რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდებით, გთავაზობთ გაითვალისწინოთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა, რომ შეძლოთ პრობლემასთან უფრო ეფექტურად და შედეგიანად გამკლავება.

პირველ ყოვლისა, აუცილებელია დამშვიდდეთ და არ აყვეთ პანიკას, ეს ყოველთვის უპირველესი მიზეზია იმის, რომ ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ. უმჯობესია შეინარჩუნოთ საღი აზრი და ცივი გონება. პანიკური მდგომარეობა არ მოგცემთ საშუალებას მოაგვაროთ რეალური პრობლემა. ემოციების გაკონტროლებით კი თქვენ შეძლებთ გაცილებით უკეთ გაიაზროთ, შედეგიანად იფიქროთ და გააანალიზოთ არსებული სიტუაცია. ეს მარტივი სულაც არ არის, თუმცა ცდა ნამდვილად ღირს.

თუ თვლით, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას, გირჩევთ დაურეკოთ და დაეკონტაქტოთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით და რომლის რჩევაც ყოველთვის გამოგადგებათ. ხშირად ნეიტრალური, სხვისი თვალით დანახული სიტუაცია უმჯობესია გამოსავალის საპოვნელად, რადგან ადამიანი, რომელსაც პირადად არ ეხება ეს პრობლემა უფრო ობიექტურია სიტუაციის შეფასებასა და გამოსავალის მოძებნაში.

როგორ გავანაწილოთ ჩვენი ფინანსები

იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ ზემოთხსენებულ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, აუცილებელია შეძლოთ თქვენი ხარჯების სწორად განაწილება. ეს გულისხმობს ყოველდღიური, თვის და შესაძლოა წლის განმავლობაში პრიორიტეტების განსაზღვრას. თუ თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენი შემოსავალი არცთუ ისე დიდია და ის ყველაფერს ვერ გაწვდება, გირჩევთ არსებული თანხა გადაანაწილოთ ყველაზე მნიშვნელოვან და გარდაუვალ დანახარჯებზე.

რა თქმა უნდა არსებობს გამოუვალი მდგომარეობაც, როდესაც არსებული რესურსი აღარ არის საკმარისი და დგება დამატებითი თანხის მოძიების აუცილებლობა. სწორედ ასეთ დროს შეგიძლიათ მიმართოთ ონლაინ სესხს, რომელსაც რამოდენიმე წუთში მიიღებთ. თუმცა, ასეთი გამოსავალი მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ თქვენ თანხა გესაჭიროებათ ისეთი გამოუვალი მდომრეობისთვის, როგორიც არის მაგალითად გაუთვალისწინებელი გადასახადები. სწრაფი სესხები ამისთვის არსებობს. ამიტომაც, მისი მიღებისთვის თქვენ დიდი დრო არ გჭირდებათ და მხოლოდ რამოდენიმე წუთია საკმარისი, რომ სასურველი თანხა დაგიმტკიცდეთ და ჩაგერიცხოთ ანგარიშზე.

რა არის საჭირო სწრაფი სესხის მისაღებად?

თუ თქვენ მყარად გადაწყვიტეთ ონლაინ სესხით სარგებლობა, იმისათვის რომ კომპანიამ დააკმაყოფილოს თქვენი სესხის განაცხადი თქვენ დაგჭრდებათ მხოლოდ სამსახურისა და სტაბილური შემოსავლის ქონა. ასეთი ტიპის სესხებისათვის რაიმე საბუთი არ გჭირდებათ და არც რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ კომპანიებს.

კიდევ ერთი უპირატესობა რაც არასაბანკო სესხის გამცემ კომპანიებს გააჩნიათ, არის მათი სამუშაო განრიგი. თქვენ კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიების უმეტესობას ონლაინ სესხისათვის და მიიღოთ თანხა. თუ თქვენ გესაჭიროებათ ასეთი ტიპის სესხი, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია მანიმენს (Moneyman.ge), რომელიც ერთერთ ყველაზე პოპულარულ, სტაბილურ და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულ სწრაფი, ონლაინ სესხის გამცემ კომპანიას წარმოადგენს. ეს არის კომპანია, რომელმაც ბაზარზე არსებობის დღიდანვე აჩვენა ყველას, რომ სტაბილური, სანდო და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურების შემოთავაზება შეუძლია. ამასთანავე, ის პირველ სესხს სრულიად უპროცენტოდ გვთავაზობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში შეგიძლიათ დააბრუნოთ ზუსტად ის თანხა რაც ისესხეთ და არცერთი თეთრით მეტი.

რათქმაუნდა საქართველოში არსებობს კიდევ არაერთი კომპანია, რომელიც სწრაფ, ონლაინ სესხს შემოგთავაზებთ და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს Topsesxi.com და შეადაროთ სხვადასხვა შემოთავაზებები ერთმანეთს.

თუ თქვენ აიღეთ სწრაფი სესხი, სასურველია ყოველთვის მიაწოდოთ განახლებული ინფორმაცია თქვენ კრედიტორებს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ფინანსური პრობლემა შეგექმნებათ, რომლის გამოც ვერ შეძლებთ აღებული ვალდებულების დროულად დაფარვას. აუხსენთ მათ თქვენი მდგომარეობა, მოძებნეთ გამოსავალი ერთად და შეთანხმდით თქვენთვის საუკეთესო მისაღებ გზაზე სესხის დასაფარად. ასე თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ბევრი უსიამოვნო სიტუაცია, დამატებითი გადასახადები და დაფაროთ სესხი გაცილებით უფრო კომფორტულად.

გირჩევთ, ნებისმიერი ტიპის სესხის აღებამდე კიდევ ერთხელ, კარგად და ცივი გონებით დაგეგმოთ გესაჭიროებათ თუ არა ასეთი თანხის მიღება, შეძლებთ თუ არა აღებული ვალდებულების დროულად დაფარვას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ განაცხადი.

0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>