სწრაფი სესხი ვალენტინობის დღისთვის

სწრაფი სესხი ვალენტინობის დღისთვის

დეკემბრის თვე ფაქტობრივად „ხარჯვის თვეა“, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც თითოეული ჩვენგანი შემოსავლის მაქსიმუმს ხარჯავს ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისათვის საჩუქრების შეძენაში, საშობაო და საახალწლო წვეულების ორგანიზებაში. ამის შემდეგ კი იწყება სარეაბილიტაციო იანვრის თვე.

მოახლოებული ვალენტინობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იანვარში ჩვენი უმეტესობა ცდილობს აღიდგინოს ფინანსური ბალანსი, რომელიც წინასაახალწლო და საშობაო დღეებმა გამოიწვიეს. თუმცა, ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი და აღმოჩნდება, რომ ჯიბე ისევ ცარიელია, ვალენტინობის დღე კი კარზეა მომდგარი.

ვალენტინობას ადამიანების უმეტესობა ყიდულობს სხვადასხვა ტიპისა და ღირებულების საჩუქრებს საყვარელი ადამიანისათვის ან ეპატიჟება მათ რომანტიულ ვახშამზე, ქალაქგარეთ ან სულაც ყიდულობს ბილეთებს კონცერტისთვის და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებებისათვის.

საკმარისი თანხა არ გვაქვს, ვალენტინობამდე კი ცოტა დრო დარჩა

როდესაც ვიწყებთ ფიქრს საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრისა თუ სასიამოვნო სურპრიზის მოწყობის შესახებ პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ რათქმაუნდა ფინანსებია.

თებერვლის პირველი ნახევარი ეს ის პერიოდია, როდესაც სხვადასხვა კომპანიები, მაღაზიები, რესტორნები, საკონცერტო დარბაზები უამრავ საინტერესო შემოთავაზებას აკეთებენ მომხმარებლისათვის ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია ფასდაკლების კუპონები და მრავალფეროვანი შეღავათები, ახალი წლის დღეების შემდეგ ბევრ ადამიანს მაინც უჭირს თავისუფალი თანხის მოძიება, ხელფასამდე კი ჯერ ისევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი.

ასეთ დროს ჩნდება სწორედ კითხვა როგორ მოვიქცეთ? სად მოვიძიოთ დამატებითი ფინანსები ისე, რომ სამომავლოდ ამან ჩვენი ბიუჯეტის სტაბილურობას პრობლემა არ შეუქმნას? ვესესხოთ ოჯახის წევრს ან მეგობრებს? მაგრამ, მათაც იგივე პრობლემა აქვთ შობა-ახალი წლის შემდგომ. ბანკები ბევრ დოკუმენტს გვთხოვენ თუნდაც მცირე თანხის მისაღებად, ამასთანავე არ გვსურს, რომ ერთი დღისთვის ხანგრძლივი საბანკო ვალდებულებით დავიტვირთოთ თავი. მაშინ რა გავაკეთოთ?

სწორედ ასეთი შემთხვევების დროს პრობლემების მოსაგვარებლად არსებობენ სწრაფი მიკრო სესხის გამცემი კომპანიები, რომლებიც თავიანთ მომსახურებას უმოკლეს დროში და თან ონლაინ რეჟიმში გვთავაზობენ.

რატომ ონლაინ სესხი?

ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ონლაინ სესხი? და არის თუ არა ის სანდო? დროულად მოგვარდება ჩვენი პრობლემა?

ონლაინ სესხს ბევრი უპირატესობა აქვს. მითუმეტეს თუ თქვენ არასოდეს გისარგებლიათ იმ კომპანიის შემოთავაზებითა და მომსახურებით, რომლებიც პირველ სესხს უპროცენტოდ გთავაზობენ. ასეთი კი საკმაოდ ბევრია და მათ შორის მოწინავე შეიძლება ჩაითვალოს vivus.ge, netcredit.ge და ასე შემდეგ. თუ თქვენ ხართ 20 წლის და მეტის თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ კომპანიების შემოთავაზებით და მაქსიმუმ 1 საათში მიიღოთ პირველი სესხი 50-დან 300 ლარამდე უპროცენტოდ 1-დან 30 დღემდე ვადით. 

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იფიქროს, რომ რაიმე ნივთის შეძენა თუნდაც განვადებით უფრო მარტივი შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთ დროს გაითვალისწინეთ, რომ განვადებისას თქვენ გაცილებით მეტი თანხის გადახდა გიწევთ, ამასთანავე ნივთის ღირებულებას ემატება საკომისიოები და ბანკის მიერ დარიცხული პროცენტი, მაშინ, როდესაც ონლაინ სესხი შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ ხელფასის ჩარიცხვამდე, ან სრულად 1 თვის ვადით უპროცენტოდ, მხოლოდ პირველი სესხის შემთხვევაში, ან განმეორებითი სესხის შემთხვევაში გაცილებით დაბალი პროცენტით, რადგან მიკრო სესხების უმეტესობა გაიცემა იმდენი დღის ვადით რამდენიც გჭირდებათ და შესაბამისად იხდით მხოლოდ გამოყენებული დღეების შესაბამის საკომისიოს და არცერთი თეთრით მეტს.

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ გადაწყვეტილება ან უკვე იცით რისი შეძენა გსურთ საყვარელი ადამიანისთვის, თანხა კი ისევ არ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ონლაინ სესხების გამცემ თქვენთვის სასურველ და მისაღებ კომპანიას, გააკეთოთ განაცხადი სესხზე და მიიღოთ ფული დღეს ან ხვალ.

0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>