კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა Topsesxi.com-ზე. ეს ვებ-გვერდი შეიქმნა მომხმარებლებისთვის, როგორც შედარებითი კატალოგი. საიტის გუნდი არ გახლავთ გამსესხებელი, გამსესხებელთა ბროკერი ან აგენტი. ვებ-გვერდის გამოყენებამდე გთხოვთ გაეცნოთ წესებს.

საიტის გუნდი უზრუნველყოფს თქვენ წვდომას ამ უპირობო შეთანხმებასთან, რომელზეც თქვენი დასტური ვებ-გვერდის მოხმარებით გამოიხატება.

ვებ-გვერდის გუნდი იტოვებს უფლებას განაახლოს ან გაუფრთხილებლად, ნებისმიერ დროს შეცვალოს მოცემული წესები და პირობები. წესების და პირობების განახლების შემთხვევაში, ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელების თარიღთან ერთად. ვებ-გვერდის გამოყენებისას ვალდებული ხართ ახალი წესები და პირობები დაიცვათ.
ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომელთაც მათი ქვეყნის კანონი რთავთ ამის ნებას. ვებ-გვერდი არ უნდა იქნას გამოყენებული არასრულწლოვანების მიერ. თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ვებ-გვერდით არ უნდა ისარგებლოთ. არასრულწლოვანის ვებ-გვერდით სარგებლობაზე გვერდის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი.

ვებ-გვერდი, მისი დიზაინი, ყველა ტექსტი, გრაფიკა, ვიდეო, აუდიო და გეგმა გვერდის გუნდის ან/და მესამე მხარის საკუთრებას წარმოადგენს და მათზე მოქმედებენ საერთაშორისო საავტორო კანონები. არ შეიძლება ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის გამრავლება, გამოქვეყნება, გავრცელება, გაყიდვა, გადაცემა ან შეცვლა ვებ-გვერდის გუნდის, მოქმედი მესამე მხარის წერილობითი ნებართვის გარეშე.
ვებ-გვერდზე ნაჩვენები სავაჭრო ნიშნები და დიზაინი მათი მფლობელების საკუთრებაა. ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის გამოყენება აკრძალულია მისი მფლობელის წერილობითი ნებართვის გარეშე.
აკრძალულია ვებ-გვერდის, მისი ტექსტის მთლიანად ან ნაწილობრივ, გადაწერა, გამრავლება ან გამოქვეყნება გვერდის გუნდს წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენ მხოლოდ პირადი, არაკომერციული მოხმარებისთვის შეგიძლიათ ინფორმაციის გადმოწერა ან ამობეჭდვა. მისი არასანქცირებული გამოყენებით შეიძლება დაარღვიოთ სავაჭრო მარკის ან ინტელექტუალური საკუთრების მოქმედი საავტორო უფლება. ამ ინფორმაციის სხვა ვებ-გვერდის ან ქსელისთვის გადაცემა აკრძალულია.

თქვენ გეკრძალებათ ვებ-გვერდის მიმართ უკანონო ქმედების ჩადენა: ცილისმწამებლური, უცენზურო, უხამსი, პორნოგრაფიული ან შემბღალავი შინაარსის მასალის გამოყენება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და შეიძლება დაგეკისროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მესამე მხარის ნებისმიერი პროდუქტით ან მომსახურებით სარგებლობამდე უნდა შეამოწმოთ, რომ მას თქვენზე სწორი და სრული ინფორმაცია აქვს. პროდუქტის ან მომსახურების სისწორეში დარწმუნება და მასში არსებული შეცდომების გასწორება თქვენი პასუხისმგებლობაა. თუ ამას ვერ შეძლებთ, ვერ შეძლებთ მესამე მხარის პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობასაც. ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას დეზინფორმაციით გამოწვეულ არანაირ დანაკარგზე ან დაზიანებაზე.

ვებ-გვერდის გუნდს თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეუძლია გაგიუქმოთ ვებ-გვერდთან წვდომა.

ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია მესამე მხარის პროდუქტებისა თუ მომსახურების შესახებ არ არის გამიზნული მესამე მხარისთვის რეკომენდაციის გასაწევად. ვებ-გვერდის გუნდი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებ-გვერდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და მის სიზუსტეზე. თუ გადაწყვეტთ ამ მასალით სარგებლობას, ამაზე პასუხისმგებელი მარტო თქვენ იქნებით. მესამე მხარის ვებ-გვერდებს თავიანთი წესები და პირობები აქვთ.