როგორ დავზოგოთ და ვისიამოვნოთ დაუვიწყარი შობის დღესასწაულთ!

როგორ დავზოგოთ და ვისიამოვნოთ დაუვიწყარი შობის დღესასწაულთ!

ზამთრის არდადეგები წელიწადის ყველაზე სასიამოვნო დროა, შესაბამისად, თუ გსურთ დატკბეთ ისე როგორც მოგწონთ, უნდა მოემზადოთ ამისათვის (განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით), თუნდაც მთელი წლის განმავლობაში. დღესასწაულებს შორის ყველაზე ძვირფასი არის შობა. ამიტომ, თქვენ უნდა იზრუნოს ფინანსების დაზოგვისთვის, რომ შეიძინოთ საშობაო ნაძვის ხე, საჩუქრები და მოამზადოთ საუკეთესო საშობაო სადილი. შემდგომში თქვენ იხილავთ საუკეთესო რჩევებს დასამახსოვრებელი შობის შესაქმნელად.

გადაწყვიტეთ, როდის და რამდენი დაზოგოთ!

თუ თქვენ შეძლებთ დანაზოგის გაკეთებას, არ დაგჭირდებათ თანხის სესხება ნამდვილად ღირსეული შობის დღესასწაულის აღსანიშნავად. თუ ამას ვერ შეძლებთ, ყოველთვის იქნება შესაბამისი ალტერნატიული გზა, რომელიც სწრაფი სესხების მხრივ ყველაზე ღირებულ ალტერნმარივას შემოგთავაზებთ.

იდეალურ შემთხვევაში, თქვენ არ იქნებით დამოკიდებული სხვა ადამიანების ფინანსებზე და უფრო ეფექტურად მართავთ თქვენ შემოსავალს. იხილეთ, როგორ უნდა მიაღწიოთ ამას:

  • ყოველთვიურად თქვენ შეადგენთ ბიუჯეტს და დანაზოგ თანხას შეიტანთ შემნახველ ანგარიშზე! თქვენზეა დამოკიდებული რამდენს დაზოგავთ, რადგან თქვენ ერთადერთი ხართ, რომელმაც ზუსტად იცის ყოველთვიური საჭიროებები და შეუძლია ხელფასიდან გარკვეული თანხის ეფექტური ადმინისტრირება.
  • არ დახარჯოთ თანხა საჭიროების გარეშე. შეეცადეთ იყოთ რადიკალური ფულთან მიმართებით, რადგან შეიძლება დახარჯოთ ფული ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც რეალურად არ გჭირდებათ! ყოველთვიურად, თქვენი ხელფასის დიდი ნაწილი იხარჯება უსარგებლოდ, რაც საბოლოო ჯამში სანანებელი ხდება ხოლმე; შესაბამისად, შეინახეთ ფული თქვენ შემნახველ ანგარიშზე, რათა ისიამოვნოთ ნამდვილი ჯადოსნური შობით.
  • დროულად გადაიხადეთ ყველა გადასახადი! ამ გზით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ჯარიმებთან დაკავშრებული დამატებითი ხარჯი, რომელიც ხელს შეგიშლით ფულის დაზოგვაში.

გარდა ამისა, როდესაც არსებობს თქვენი ოჯახის ბიუჯეტისათვის სასარგებლო ბევრად ეკონომიკური ალტერნატივა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თანხა, აირჩიეთ ის უყოყმანოდ, მორიდების გარეშე (უყურეთ ახალ ფილმებს კინოში იმ პროგრამის მეშვეობით, რომელიც დიდი ფასდაკლებას გთავაზობთ გარკვეულ დღეებში; მოამზადეთ სამსახურში წასაღები საკვები სახლში, რათა თავიდან აიცილოთ ქალაქში კვების ხარჯები; შეიძინეთ ნივთები ისეთ მაღაზიებში, რომლებიც გთავაზობენ მომგებიან ფასდაკლებებსა და აქციებს; თავი შეიკავეთ ტაქსით ან თქვენი საკუთარი ავტომობილით მგზავრობისგან და ალტერნატივად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით მგზავრობა გამოიყენეთ და ასე შემდეგ).

როგორ დააორგანიზოთ თქვენი ზღაპარული შობა დანაზოგის ხარჯზე!

შობა წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის, ასე რომ, აღნიშნეთ ის წიგნის შესაბამისად. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ შესანიშნავი შობით თუნდაც დანაზოგის კეთებით. იხილეთ რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ახლობლებს მოიწყოთ ნამდვილი საშობაო დღესასწაული (განსაკუთრებით თუ თქვენ აკეთებდით დანაზოგს მთელი წლის განმავლობაში)!

  • ყიდეთ საშობაო საჩუქრები შავი პარასკევის ფასდაკლების პერიოდში! არ გაგიკვირდეთ, რომ შავი პარასკევი დაგეგმილია საჩუქრების თვის დაწყებამდე (როგორც დეკემბერს უწოდებენ). ეს საუკეთესო საშუალება ისარგებლოთ გრანდიოზული ფასდაკლებით (90%-მდე) და მოამზადოთ ფანტასტიური საჩუქრები თქვენი ოჯახისთვის.
  • შობაო არის საოჯახო დღესასწაული, ასე რომ, უმჯობესია აღნიშნოთ სახლში საყვარელ ადამიანებთან ერთად! ორგანიზებული ოჯახში ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად იცით რა მოსწონს ყველას და გექნებათ სრული კონტროლი ყველაფერზე – ნაძვის ხეზე, სადილსა და საჩუქრებზე. დააორგანიზეთ ყველაფერი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით და სრულად გამოიყენეთ ამ პერიოდში ხელმისაწვდომი ფასდაკლებები და აქციები, რომლებსაც მაღაზიები გთავაზობენ. საჩუქრებისთვის (თუ თქვენ ვერაფერი შეიძინეთ შავ პარასკევს), გავარკვიეთ რა სურს თითოეულ ოჯახის წევრს, რომ არ გადაყარეთ ზედმეტი ფული უსარგებლო ნივთებში, რომლბიც არაფერში არ გამოადგებათ მათ. დაფიქრდით წინასწარ, მით უმეტეს, თუ თქვენ გყავთ პატარა ბავშვები და შეიძინეთ მათთვის სამომავლოდაც სასარგებლო საჩუქრები! ხელოვნური ნაძვის ხე უფრო ეფექტურია (ფინანსური თვალსაზრისით) და შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ, თუ თქვენ ბუნებრივი ნაძვის ხის მოყვარული ხართ, იყიდეთ ის სადღესასწაულო ვაჭრობის ბოლოს, და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით.
  • იყავით ძუნწი სახლის გადაჭარბებული დეკორაციების მიმართ! გამოიყენეთ ძველი დეკორაციები, რადგან ეს დღესასწაული უფრო მეტად არის გონებისთვის, და არა თქვენი მზობლებისათვის ფინანსური სტატუსის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. თქენ სახლს მდიდრული დეკორაციები კი არა, მასში მცხოვრები აადამიანები ამშვენებს!

გაუგზავნეთ ყველას ელექტრონული მისალოცი! ეს უფასოა და არ ჭირდება არანაირი თანხა; გარდა ამისა, ყოველთვის მიაღწევს ადრესატამდე.

თუ სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეძელით ამ რჩევების გათვალისწინება და ვერ დაზოგეთ ვერაფერი, არსებობს გამოსავალი სწრაფი სესხის სახით, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ დღესასწაულისათვის საჭირო თანხა. იყავით ეფექტური და ამჯერად აირჩიეთ ის კრედიტი, რომელიც ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ, რომელიც არ დაგაკისრებთ მომსახურების საფასურს და შემოგთავაზებთ მაქსიმალურად ხანგრძლივ დაფარვის პერიოდს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოველთვის ისესხოთ პასუხისმგებლობით!

0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>