Vivus.ge – გონივრული სესხი, გონიერი ადამიანებისათვის

კრედიტის თანხა50 – 650 ლარი
სესხის ვადა1-დან 30 დღემდე
პროცენტი5,9%
ასაკი20 წლის
სესხის დამტკიცებამე-10
პირველი სესხი 0%

ქართული ფინანსური ბაზარი საკმაოდაა გაჯერებული ისეთი პროდქტით, როგორიც სწრაფი ონლაინ სესხებია. ამის ფონზე ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რა უპირატესობები შეიძლება გააჩნდეს სესხს, რომელსაც Vivus.ge გვთავაზობს. პასუხი საკმაოდ მარტივია, თუ თვალს გადავავლებთ კომპანიის ვებ-გვერდს.

Vivus swrafi sesxi

რა დადებითი მხარეები აქვს vivus.ge- ს სესხს?

Vivus.ge ერთ-ერთი პირველი კომპანიია, რომელმაც სწრაფი სესხი შეთავაზა ქართველ მომხმარებელს. შესაბამისად, სანდოობა მის მიმართ საკმაოდ მაღალია. ამასთანავე, გარდა იმისა, რომ ის პირველ სესხს სრულიად უპროცენტოდ გვთავაზობს და მომდევნო სესხის შემთხვევაშიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს სხვა მსგავსი ტიპის კრედიტორებთან შედარებით. სესხის მიღება შეგიძლიათ 24/7. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კომპანიის კიდევ ერთი საკმაოდ დიდი პლუსი. თუ თქვენ სრულად არ გაქვთ ათვისებული შესაძლო სესხის ლიმიტი, საშუალება გაქვთ სესხით სარგებლობის პერიოდში, ნებისმიერ დროს გაზარდოთ და მიიღოთ დამატებითი თანხა (რათქმაუნდა განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში).

უარყოფითი მხარეები

ისევე, როგორც ნებისმიერ რამეს სამყაროში, Vivus – საც გააჩნია გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. პირველ რიგში ეს საბანკო სესხთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთია. ასევე, სესხის ხანგრძლივობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არის შესაძლებლობა დამატებითი საფასურის ხარჯზე სესხის დაბრუნების ვადის გადავადების. უარყოფითად შეიძლება განვიხილოთ შეზღუდვა ასაკშიც, რომელსაც კომპანია უწესებს თავის მომხმარებელს. თუმცა პლუსი გაცილებით მეტია.

როგორ ვისესხოთ თანხა და რა დრო დაგვჭირდება ამისათვის

Vivus -დან თანხის მისაღებად პროცედურა საკმაოდ მარტივია. ამისათვის თქვენ უნდა იყოთ 20-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. გქონდეთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია, საბანკო ანგარიში და მობილური ტელეფონის ნომერი. სესხზე განაცხადის შევსების პროცედურა კი ასე გამოიყურება:

  1. კომპანიის მთავარ გვერდზე მოცემულ კალკულატორზე აირჩიეთ თანხა და სესხის ვადა. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „სესხის აღება“ და გაიარეთ სამი მარტივი საფეხური;
  2. ონლაინ რეგისტრაცია (რეგისტრაციის აპლიკაცია შედგება მხოლოდ რამდენიმე კითხვისგან);
  3. აპლიკაციის დადასტურება – რაშიც იგულისხმება თქვენ მობილურ ტელეფონზე შესაბამისი კოდის გამოგზავნა;
  4. ონლაინ იდენტიფიკაცია. ამისათვის საჭიროა თქვენი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან vivus.ge-ს ანგარიშზე გადარიცხოთ 0.01 თეთრი.

პირველი სესხის შემთხვევაშიც სესხის მისაღებად საჭირო დრო არ აღემატება 1 საათს. უმეტეს შემთხვევაში კი თანხის მიღება 15-დან 30 წუთამდე დროშია შესაძლებელი.

რა ოდენობის თანხის სესხება შეგიძლიათ რა ვადით და რამდენია საპროცენტო სარგებელი?

იმის გათვალისწინებით, თქვენთვის ეს პირველი სესხია თუ განმეორებითი, შესაძლოა იყოს განსხვავება როგორც სესხზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელში, ასევე მის ოდენობაში.

  • პირველი სესხის შემთხვევაში განაცხადი 50-დან 250 ლარამდე თანხაზე შეგიძლიათ გააკეთოთ, ხოლო სესხის ვადა 1-დან 30 დღემდე განისაზღვრება.
  • განმეორებითი სესხის თანხამ, მეორე სესხის შემთხვევაში შეიძლება 50-დან 450 ლარამდე, ხოლო მესამე და ყველა მომდევნო სესხის შემთხვევაში კი 50-დან 650 ლარამდე იმერყეოს. რაც შეეხება სესხის ვადას ის უცვლელია და 1-დან 30 დღემდე განისაზღვრება.

მიუხედავად იმისა, რომ სესხის ძირითად ვადად მაქსიმუმ 30 დღეა განსაზღვრული, ნებისმიერ მსესხებელს საშუალება აქვს ისარგებლოს სესხის გადავადების მომსახურებით, თუმცა ამისათვის თქვენ აუცილებლად მოგიწევთ დამატებითი საფასურის გადახდა. გადავადება მაქსიმუმ 30 დღით არის შესაძლებელი, თუმცა გადავადებების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ.

განსხვავებულია სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელიც. თუ თქვენ პირველად ისარგებლებთ Vivus - ს მომსახურებით თანხას ყველანაირი პროცენტის გარეშე მიიღებთ მას. რაც შეეხება განმეორებით სესხს, როგორც კომპანიის ვებ-გვერდიდან ვგებულობთ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 435%-ით განისაზღვრება. ხოლო, თუ ამ პროცენტს გადავანაწილებთ სესხის მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე, რომელიც 1 თვეს არ აღემატება, მივიღებთ, რომ საკომისიო განმეორებით სესხზე 5,5-დან მაქსიმუმ 15%-მდე მერყეობს, რაც ონლაინ სესხებში ყველაზე დაბალია. სესხის პროცენტი კი დამოკიდებულია მის ხანგრძლივობასა და განმეორებითობაზე. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ლოიალურობის პროგრამა კი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ 10, 15 და 20%-ანი ფასდაკლებით განმეორებითი სესხის საკომისიოზე.

როგორ დავუკავშრდეთ კომპანიას

გარდა იმისა, რომ მთავარ გვერდზე საშუალება გაქვთ იხილოთ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, არის კავშრის სხვადასხვა საშუალება, რომლის ნახვაც მითითებულ ბმულზე შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს: www.vivus.ge დაკავშრება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.